მოსკოვის ბიზნეს-ცენტრთან ორი მანქანა აფეთქდა
06/10/2022 17:26:43 მსოფლიო
მოსკოვის ბიზნეს-ცენტრთან «Москва-Сити» ორი მანქანა აფეთქდა,– იუწყბა რუსული მედია.
რუსული ტელეგრამ–არხები, თვითმხილველებზე დაყრდნობით, წერენ, რომ მათ დაინახეს მამაკაცი, რომელიც გარბოდა კასრით ხელში.
როგორც ტელეგრამ–არხი Baza წერს, კაცი ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებს ყვიროდა. ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არის.


