Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 86 ირანული დრონი გამოიყენა, მათი 60% განადგურდა – გენშტაბი

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 86 ირანული დრონი გამოიყენა, მათი 60% განადგურდა – გენშტაბი

06/10/2022 17:04:48 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა უკვე გამოიყენა 86 Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა 60% განადგურდა, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ოლექსი გრომოვმა.

მისივე თქმით, 30 სექტემბრიდან რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს 46 Shahed-136 კამიკაძე დრონი სამხედრო ობიექტების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ და ამ დრონებიდან 24 განადგურდა.

გარდა ამისა, როგორც გრომოვმა 6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 30 სექტემბრიდან ოკუპანტებმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 20 რაკეტა გაუშვეს, მათ შორის 13 ბალისტიკური რაკეტა.

6 ოქტომბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის მიერ გაშვებული 12 კამიკაძე დრონიდან ცხრა, – დასძინა მან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებს მიაჩნიათ, რომ რუსული არმია სულ უფრო ხშირად იყენებს ირანულ თვითმფრინავებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, რადგან ის ზოგავს მაღალი სიზუსტის რაკეტებს და ასევე იმიტომ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უფრო მოსახერხებელია დარტყმისთვის.

Shahed-136 არის ირანში წარმოებული კამიკაძე დრონი. მისი ფრენის დიაპაზონი 2000 კმ-ია. უკრაინის სარდლობის განცხადებით, რუსეთს შეეძლო ასობით ასეთი დრონის მიღება ირანიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S