Accentnews.ge
ყატარის ემირმა პრაღა ვადაზე ადრე, უკმაყოფილომ დატოვა – მედია

ყატარის ემირმა პრაღა ვადაზე ადრე, უკმაყოფილომ დატოვა – მედია

06/10/2022 14:37:01 მსოფლიო

ყატარის ემირმა თამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ, რომელიც წინა დღით ჩავიდა პრაღაში, იმავე დღეს დატოვა ჩეხეთი, რითაც შეზღუდა ვიზიტის პროგრამა. ჩეხური გამოცემის Deník N-ის ცნობით, მიზეზი ყატარის სახელმწიფოს მეთაურის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები გახდა.

ოფიციალურად ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისმა ვიზიტს წარმატებული და მეგობრული უწოდა. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციიდან და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან წყაროები ამბობენ, რომ ემირი ვადაზე ადრე წავიდა ქვეყნიდან. ვიზიტის პირველად ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ის პრაღაში 6 ოქტომბრამდე გეგმავდა დარჩენას.

ხუთშაბათს, ჩეხეთის დედაქალაქში, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, გაიხსნა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი - ახალი არაფორმალური ორგანიზაცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნები და რეგიონის სხვა სახელმწიფოები მონაწილეობენ, ჯამში 44 სახელმწიფოს ლიდერები. ჩეხური მედიის ცნობით, ბოლო მომენტში ყატარის ემირმა გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო სამიტის სრული მონაწილე, მათ შორის გალა ვახშმის. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ჩეხურმა დიპლომატიამ ეს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. გეოგრაფიულად ყატარი ევროპისგან შორს მდებარეობს, გარდა ამისა, სახელმწიფო არ არის ლიბერალური დემოკრატია, უფლებადამცველები მას ხშირად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

როგორც იუწყებიან, ემირის არაფორმალური შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან 6 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი. ყატარი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ნავთობის, ბუნებრივი აირის წარმოების თვალსაზრისით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გერმანია აწარმოებს მოლაპარაკებებს მასთან მიწოდების გაზრდის თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S