სახელმწიფო სათათბიროში 1,5 მილიონი სამხედრო ფორმის „გაქრობის“ შესახებ იუწყებიან
06/10/2022 13:09:08 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში რუსული არმიისთვის განკუთვნილი უნიფორმის „გაქრობით“ აღშფოთდნენ. ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ გავრცელდა არაერთი ვიდეო დასტურად იმისა, რომ მობილიზებულებს ეკიპირების, სამოსის და სამედიცინო საშუალებების საკუთარი სახსრებით შეძენას სთხოვენ.
„ჩემთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, სად წავიდა მილიონნახევარი კომპლექტი, რომელიც ინახებოდა პერსონალის მიმღებ პუნქტებში! საიდან გაჩნდა პრობლემები ფორმასთან დაკავშირებით? არავინ არ აპირებს ამის ახსნას!“ - დაწერა ტელეგრამ–არხზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის წევრმა ანდრეი გურულევმა.
მან ასევე გააკრიტიკა გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილის, გენერალ დიმიტრი ბულგაკოვის გადაყენების თაობაზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჯარების უზრუნველყოფაზე. მან ამ თანამდებობაზე 12 წელზე მეტი დაჰყო:
მას კონკრეტულად უნდა ვკითხოთ, როგორ მოხდა, რომ ჩვენი მობილიზებულები ფორმებს ვერ იღებენ?!“.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ირწმუნებოდნენ, რომ წვევამდელებს ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოფდნენ. თუმცა, როგორც თავად მობილიზებულები ყვებიან, საკვებზეც თავად უწევთ ზრუნვა.


