Accentnews.ge
განათავსე, რომ შეაკავო – გერმანელი ჯარისკაცები ლიეტუველ კოლეგებთან ერთად წვრთნებს იწყებენ

განათავსე, რომ შეაკავო – გერმანელი ჯარისკაცები ლიეტუველ კოლეგებთან ერთად წვრთნებს იწყებენ

06/10/2022 12:11:46 მსოფლიო

გერმანიის 41-ე სატანკო ბრიგადის ჯარისკაცები ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში ჩავიდნენ.

როგორც ნატო–ში აცხადებენ, 6 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში დაახლოებით 200 გერმანელი ჯარისკაცი ლიეტუველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს წვრთნებში სახელწოდებით "Fast Griffin". წვრთნები გაიმართება ქალაქ რუკლას მახლობლად, სადაც ნატო–ს ბატალიონია განთავსებული.

როგორც ალიანსში აცხადებენ, წვრთნები გააუმჯობესებს ნატო–ს უნარიანობას, სწრაფად მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაზე.

სადღეისოდ ნატო–ს სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40 000–ია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში 15 დღეზე ნაკლებ დროში მოიყვანენ მზადყოფნაში. ნატო–ს ახალი გეგმის თანახმად, ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 300 000 ჯარისკაცამდე გაზრდის.

ლიეტუვაში განთავსებულ ნატო–ს ბატალიონს გერმანია ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S