Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

06/10/2022 10:51:13 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა, რომელიც მოიცავს, მათ შორის რუსული ნავთობის ფასების ზედა ზღვრის დაწესებას.

სანქციები ითვალისწინებს შეზღუდვას რუსეთიდან ფოლადის ნაწარმის, პლასტმასის და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე. რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული „კრიპტო საფულეს“ გამოყენება.

ახალი პაკეტის მიხედვით, ევროპის კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთისთვის საკომპიუტერო ტექნოლოგიური და იურიდიული სამსახურის გაწევა, არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების შემუშავება.

ამასთან, იკრძალება რუსეთში სამოქალაქო იარაღისა და სამხედრო მანქანების ექსპორტი, ასევე – ევროპაში რუსეთიდან ქაღალდისა და ხის მერქნის, სიგარეტის, პლასტმასის და კოსმეტიკური საშუალებების შემოტანა. სანქციები ასევე კრძალავს ავიაციაში გამოყენებული ევროკავშირის საქონლის ექსპორტს, როგორიცაა საბურავები და მუხრუჭები.

აიკრძალება ასევე რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტის იმპორტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S