Accentnews.ge
რუსეთში სულ მცირე, 11 მობილიზებული დაიღუპა

რუსეთში სულ მცირე, 11 მობილიზებული დაიღუპა

06/10/2022 09:17:28 მსოფლიო

პენზაში, საწვრთნელ მოედანზე, სადაც მობილიზებულებს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებენ, ახალგაზრდა კაცი სწავლების დროს გარდაიცვალა, – იუწყება გამოცემა «ПензаИнформ».

ცნობილია, რომ მამაკაცი 41 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაბარდო-ბალყარეთში მობილიზებული მამაკაცი თრომბის შედეგად გარდაიცვალა. მას სამედიცინო ვლევა წინა დღეს ჰქონდა გავლილი.

გამოცემა «Вот так»–ის ცნობით, მობილიზაციის ფონზე სულ მცირე, 11 წვევამდელის დაღუპვა დაფიქსირდა. მათგან ოთხ შემთხვევაში საუბარია სუიციდზე.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთში მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად. ამის შემდეგ რუსეთის ასიათასობით მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ მობილიზებულებს ეკიპირების და პირველადი სამედიცინო დახმარების შეძენას ავალდებულებენ. ამასთან, მობილიზებულთა ნაწილი წვრნების გარეშე გაგზავნეს უკვე უკრაინაში. მათ შორის დაფიქსირდა დაღუპვისა და ტყვედ ჩავარდნის პირველი ფაქტებიც.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ პენზაში მობილიზაციისგან თავის არიდების ფაქტზე პირველი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, ბრალდებული 32 წლის ადგილობრივია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S