მედია– ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სროლის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა
06/10/2022 08:20:10 მსოფლიო
ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სროლის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა გახსნა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის მცირეწლოვნების გარდა, ზრდასრულებიც არიან.
პოლიცია თავდამსხმელს ეძებს.
თავდასხმის მოტივი უცნობია.


