Accentnews.ge
ამერიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მხარს უჭერენ, მიუხედავად პუტინის ბირთვული შანტაჟისა – გამოკითხვა

ამერიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მხარს უჭერენ, მიუხედავად პუტინის ბირთვული შანტაჟისა – გამოკითხვა

06/10/2022 06:22:50 მსოფლიო

ამერიკელების თითქმის ¾ უკრაინის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის მომხრეა, მათ შორის იარაღის მიწოდების, უკრაინული ჯარისკაცების წვრთნა და სამხედრო დახმარების სხვა ფორმების,– ამას მოწმობს Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

გამოკითხულთა 73%–ს მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ამავდროულად, კიევისთვის იარაღის მიწოდების მომხრეთა რიცხვი 66%–მდე გაიზარდა. აგვისტოში გამოკითხულთა ნახევარი იყო იარაღის მიწოდების მომხრე.

ამერიკელების უმეტესობა იაზრებს რუსეთთან ბირთვული კონფლიქტის პოტენციურ საფრთხეს. გამოკითხულთა 58%–ს ეშინია მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებისა, ხოლო 65%–ს სჯერა, რომ ომი შეიძლება გამწვავდეს, თუ უკრაინას მიეწოდება იარაღი, რომლითაც დაარტყამს რუსეთის ტერიტორიას. მაგრამ ამერიკაში ადამიანების მზარდი რაოდენობა არ ეთანხმება იმას, რომ უკრაინის პრობლემებს აშშ-სთან კავშირი არ აქვს და რომ აშშ ამ კონფლიქტში ნეიტრალური უნდა იყოს. ამ თვალსაზრისის მომხრეთა რიცხვი 40%-დან 35%–მდე შემცირდა.

რუსეთის ღია აგრესიის დაწყებიდან უკრაინისთვის მიწოდებულმა ამერიკული სამხედრო დახმარების მოცულობამ თითქმის 17 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბაიდენის ადმინისტრაცია თითქმის ყოველკვირეულად აცხადებს დახმარების ახალი პაკეტების შესახებ, მათ შორის იარაღის, რომელიც დაეხმარა უკრაინას ომის თეატრში. უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდა შუალედური კონგრესის არჩევნების წინ. გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 68% აპირებს, მხარი დაუჭიროს კანდიდატს, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების მომხრეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S