რუსეთის ვიცე-პრემიერი: "ნავთობს არ მივაწოდებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასების ზედა ზღვარს შემოიღებენ"
06/10/2022 06:11:56 მსოფლიო
რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი აცხადებს, რომ მოსკოვი ნავთობს არ მიაწოდებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასების ზედა ზღვარს შემოიღებენ.
„ჩვენი ბიუჯეტი შემუშავებულია ბარელზე 70 დოლარის გათვალისწინებით და მიგვაჩნია, რომ ეს არის კომფორტული ფასი", – განაცხადა ნოვაკმა.
5 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც მოიცავს, მათ შორის რუსული ნავთობის ფასების ზედა ზღვრის დაწესებას.


