ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
06/10/2022 06:00:22 მსოფლიო
დღეს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - იუწყება BBC.
სამხრეთ კორეამ და იაპონიამ განაცხადეს, რომ ხუთშაბათს გაშვებულმა პირველმა რაკეტამ, დაახლოებით 350 კმ მანძილი დაფარა, მეორემ კი - 800 კმ.
ფხენიანი აცხადებს, რომ რაკეტების გაშვება აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიმართ საპასუხო ზომებს წარმოადგენს.
სამშაბათს ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა მოიწვია.
ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ჩაატარეს სამხედრო წვრთნები, რომლებიც, მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ სამშაბათს გაშვებული რაკეტის საპასუხო ნაბიჯი იყო.


