ზელენსკი: "ხერსონში ერთ დღეში სამი დასახლება გათავისუფლდა"
06/10/2022 05:53:42 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქში 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ძალების წინსვლა გრძელდება.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინელებმა იციან რისთვის იბრძვიან, რუსეთში კი სულ უფრო მეტი მოქალაქე აცნობიერებს, რომ უნდა მოკვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ომის დასრულება არ სურს.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის საჰაერო ძალების მებრძოლებზე, რომლებმაც, მისი თქმით, 6 ირანული "დრონი" ჩამოაგდეს.
„ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი საჰაერო ძალების მეომრები, რომლებმაც დღეს მოახერხეს ირანული წარმოების ექვსი დრონის ჩამოგდება, რომელთა გამოყენებაც ოკუპანტებმა სცადეს ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, მადლობა ბიჭებო სიზუსტისთვის!“, - განაცხადა ზელენსკიმ.


