
"მივესალმები სანქციებზე შეთანხმებას, ყალბ რეფერენდუმს და ანექსიას არასდროს მივიღებთ"
05/10/2022 19:08:02 საზოგადოება
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, არასდროს მიიღებენ "პუტინის მოჩვენებით რეფერენდუმებს და არც რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში".
"მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. ჩვენ სწრაფად და გადამწყვეტად ვიმოქმედეთ", - წერს ლაიენი სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც მოიცავს, მათ შორის რუსეთის ნავთობის ფასების ზედა ზღვრის დაწესებას.