Accentnews.ge
"ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება"

"ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება"

05/10/2022 17:20:20 მსოფლიო

ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ნატო გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკისთან საუბრის დროს მან უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის პროგრესი აღნიშნა.

“ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შევაქე მამაცი უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები რუსი აგრესორებისგან მათი ტერიტორიის დაბრუნების შთამბეჭდავი პროგრესისთვის. რუსეთმა მისი დაწყებული ომი უნდა შეწყვიტოს. ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - წერს ნატო–ს გენმდივანი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S