პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა
05/10/2022 15:51:11 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ფედერაციას მიაკუთვნა და იგი ფედერალურ საკუთრებად გამოაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ატომური ობიექტები და მისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ქონება ფედერალურ საკუთრებაში იყოს მიღებული“, - ნათქვამია ბრძანებულებაში.
რუსეთმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის ოკუპაცია ომის დაწყებიდან მალევე შეძლო.


