Accentnews.ge
კრივის საერთაშორისო ფედერაციამ რუსებს ასპარეზობის უფლება მისცა

კრივის საერთაშორისო ფედერაციამ რუსებს ასპარეზობის უფლება მისცა

05/10/2022 12:27:43 მსოფლიო

კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBA) დირექტორთა საბჭომ რუსეთისა და ბელორუსის მოკრივეებს უფლება მისცა, მისი ეგიდით იასპარეზონ. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. სექტემბერში ფედერაციამ შეაჩერა უკრაინის კრივის ფედერაციის წევრობა.

სპორტსმენები შეძლებენ საკუთარი დროშით ასპარეზობას. ამასთან, რუსი მსაჯები და სხვა ტექნიკური პერსონალი ტურნირებს დაუბრუნდებიან.

"IBA-ს მტკიცედ სწამს, რომ პოლიტიკას არ უნდა ჰქონდეს რაიმე საის გავლენა სპორტზე. ამიტომ, ყველა სპორტსმენს თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს", - ნათქვამია ფედერაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭიროდ მიიჩნევენ, ფედერაცია იყოს ავტონომიური და პოლიტიკურად ნეიტრალური.

მაისში რუსი უმარ კრემლიოვი ხელახლა აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. ის ერთადერთი კანდიდატი იყო. სექტემბერში მისი დანიშვნა IBA-ს ყრილობაზე დადასტურდა. კრივის გარდა, რუსი სპორტსმენები დაუშვეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე ძიუდოში, ბობსლეიში და მაგიდის ჩოგბურთში.

რიგგარეშე ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ფედერაციამ უკრაინის კრივის ფედერაციას წევრობა შეუჩერა. მიზეზი ფედერაციის საქმეებში სახელმწიფოს ჩარევა და კიევის მიერ კრემლიოვის არჩევის არაღიარება გახდა.

კრემლიოვი ერთ-ერთია რუსეთის იმ ორი მოქალაქიდან, რომელიც რჩება მსხვილ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა სათავეში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. სროლის საერთაშორისო სპორტის ფედერაციაში თანამდებობას რუსი მილიარდერი ვლადიმერ ლისინიც იკავებს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლოს-ანჯელესის 2028 წლის პროგრამაში კრივი არ შეიტანა და განაცხადა, რომ ფედერაცია უნდა ჩამოშორდეს რუსულ კორპორაცია „გაზპრომზე“ფინანსური დამოკიდებულებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S