Accentnews.ge
მედია – ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

მედია – ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

05/10/2022 12:03:02 მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც მოიცავს რუსეთის ნავთობის ფასების ზედა ზღვრის დაწესებას, – იუწყება Politico შვიდ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, მერვე პაკეტის ფარგლებში შეთანხმდება ფასების ზედა ზღვრის დაწესების სამართლებრივი საფუძვლები. გარდა ამისა, შეზღუდვებს შემოიღებენ რუსეთის ფოლადის მრეწველობის წინააღმდეგ. როგორც მოსალოდნელია, სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აეკრძალებათ რუსეთის სახელმწიფო კომპანიების მმართველი ორგანოების წევრობა.

მოსკოვმა განაცხადა, რომ არ ივაჭრებს ნავთობით, თუკი ფასები მისთვის მომგებიანი არ იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S