Accentnews.ge
რუსეთში ამერიკელს 4,5– წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციელისთვის წიხლის ამორტყმის გამო

რუსეთში ამერიკელს 4,5– წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციელისთვის წიხლის ამორტყმის გამო

05/10/2022 10:58:45 მსოფლიო

რუსეთის ვორონეჟის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე რობერტ გილმანს 4,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით. გილმანი საქმეს პოლიტიკურად მპტივირებულს უწოდებს. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს და შეერთებულ შტატებთან გაცვლის პროცესის დაწყებას.

გამომძიებლების თქმით, 2022 წლის იანვარში გილმანი აგრესიულად იქცეოდა „სოხუმ-მოსკოვის“ მატარებელში. ვორონეჟში ის მატარებლიდან გადმოიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც პოლიციელს „მინიმუმ ორი დარტყმა მიაყენა მარცხენა წვივის არეში“. თვითმხილველების თქმით, გილმანი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ასევე გაირკვა, რომ მან დაარღვია რუსეთში ყოფნის ვადა – ვიზას ვადა 2021 წლის ბოლოს ამოეწურა.

პროკურატურა გილმანისთვის 4,5–წლიანი პატიმრობის განსაზღვრას ითხოვდა. ზოგადად, წაყენებული მუხლით 5–წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. გილმანმა განაცხადა, რომ სასჯელი ძალიან მკაცრია და რომ ის „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია“. მისი თქმით, მან პოლიციას პატიება სთხოვა და კომპენსაციის სახით 15 000 მანეთიც გადაუხადა.

გილმანის ადვოკატმა თქვა, რომ დაცვის მხარე გაასაჩივრებს განაჩენს და მიმართავს აშშ-ს ხელისუფლებას, დაიწყოს გაცვლის პროცესი გილმანის სახლში დაბრუნების მიზნით. ამავდროულად, სასამართლო პროცესზე გილმანმა რუსულად განაცხადა, რომ მას სურდა მოქალაქეობის მიღება და რუსეთში დარჩენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S