Accentnews.ge
DRI უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქართველი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური აქტორების მოსკოვში ვიზიტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

DRI უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქართველი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური აქტორების მოსკოვში ვიზიტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

05/10/2022 08:41:17 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქართველი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური აქტორების მოსკოვში ვიზიტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

DRI-ს ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში შეხვედრები გამართეს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა, "კონსერვატიული პარტიის" წევრებმა და "პრიმაკოვის ცენტრის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა ოფიციალური შეხვედრა რუსეთში უკრაინაში ომის დაწყებიდან თვენახევარში, 4 აპრილს გამართეს. ისინი ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. პატრიოტთა ალიანსის ლიდერებთან ერთად რუსეთში ვიზიტით იმყოფებოდა ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ პრეზიდენტი აგასი არაბიანი. შეხვედრას რუსეთის მხრიდან ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი და ამავე კომიტეტის წარმომადგენელ მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზნად დასახელდა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაუმჯობესება.
  • ომის პარალელურად მოსკოვში ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა ღიად პრორუსული „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომელმაც 24 მარტს მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების მიერ დაარსებული „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდისა“ და მასთან დაკავშირებული „პრიმაკოვის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრას უხელმძღვანელა. შეხვედრის ოფიციალურ მიზეზად საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების გაუმჯობესება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები დასახელდა", –იუწყება DRI.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" კვლევა საუბრობს პრორუსი აქტორების გზავნილებზეც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში ცდილობდნენ უკრაინის ხელისუფლება წარმოეჩინათ „მარიონეტულ რეჟიმად, დასავლეთი ომის მაპროვოცირებელ მხარედ, რუსეთი კი უძლეველ ქვეყნად, რომელიც საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პოზიციონირებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S