Accentnews.ge
„ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ახალი ე.წ. ტურნიკეტები მოეწყობა

„ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ახალი ე.წ. ტურნიკეტები მოეწყობა

05/10/2022 07:41:24 საზოგადოება

მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრსა“ და მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ახალი ე.წ. ტურნიკეტები მოეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი ე.წ. ტურნიკეტის მოწყობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა, რაც 30%-ით მეტი მგზავრის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს.

"აზიის განვითარების ბანკთან" ერთად ვმუშაობთ, რომ მოხდეს „ახმეტელის მეტროს“ მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება. ამას დრო დასჭირდება, თუმცა მანამდე მოკლევადიან პერიოდში გასაკეთებელია ე.წ. ტურნიკეტების თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტის პროექტის განხორციელება. ახალი "ტურნიკეტების" დამონტაჟება. „ახმეტელის“ და „ვარკეთილის“ მეტროში გვაქვს 7 გასასვლელი. ახალი "ტურნიკეტის" მოწყობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა. ეს 30%-ით მეტი მგზავრის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს. 5-6 თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას“,- აღნიშნავს კალაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S