Accentnews.ge
პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა

პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა

05/10/2022 07:22:40 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონების ანექსიას.

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დე ფაქტო ლიდერებთან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. შეთანხმებებს 30 სექტემბერს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც სახელმწიფო სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ აღნიშნული „შეთანხმებების” რატიფიცირება მოახდინა.

23-27 სექტემბერს კრემლმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დე ფაქტო რეფერენდუმები გამართა.

საერთაშორისო საზოგადოება "რეფერენდუმებს" არალეგიტიმურად მიიჩნევს და უკანონო ანექსიას გმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S