Accentnews.ge
იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი – ჟოვკვა

იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი – ჟოვკვა

04/10/2022 20:36:18 მსოფლიო

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ, – იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვა.

„დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება ოფიციალურად მიიღო უკრაინისგან ნოტის სახით და შემდეგი ეტაპი იქნება ამ განცხადების განხილვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ანუ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ბრიუსელში“, – განაცხადა ჟოვკვამ.

30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს. ალიანსის წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ზელენსკის განცხადებას.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება არ სცნობს. პუტინის ნაბიჯს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დაუჭირა მხარი.

უკრაინა აცხადებს, რომ აგრძელებს კონტრშეტევას და აქვს წარმატებები როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ მიმართულებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S