ბაიდენმა ზელენსკის დამატებითი სამხედრო დახმარება აღუთქვა
04/10/2022 19:02:25 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 4 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოების სფეროში 625 მილიონი დოლარის მოცულობის ახალ დახმარება აღუთქვა,– იტყობინება თეთრი სახლი.
დახმარებაში შევა მეტი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), ჭურვები და დაჯავშნილი მანქანები.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა პირობა დადო, განაგრძოს უკრაინის, რომელიც თავს იცავს რუსეთის აგრესიისგან, დახმარება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მზადაა სერიოზული საფასური დააკისროს ნებისმიერ პირს, ორგანიზაციას ან ქვეყანას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.
მანამდე ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ოფიციალურად განაცხადა, რომ კიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებები შეუძლებელია. აღნიშნულს წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის ნაწილად გამოცხადება.


