Accentnews.ge
იაპონია ქვეყნიდან მაღალი რანგის რუს დიპლომატს აძევებს

იაპონია ქვეყნიდან მაღალი რანგის რუს დიპლომატს აძევებს

04/10/2022 16:45:18 მსოფლიო

იაპონიამ ქვეყნიდან მაღალი რანგის რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა ვლადივასტოკში იაპონიის კონსული ჯერ დააკავა, შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ გააძევებენ ქალაქ საპორაში რუსეთის კონსულს რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ.

რუსეთის ФСБ-მ სექტემბერში დააკავა იაპონიის კონსული ვლადივასტოკში. როგორც ირწმუნებიან, დიპლომატმა „შეზღუდული გავრცელების შესახებ ინფორმაცია მიიღო“.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიპლომატს არანაირი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია. ტოკიომ იაპონელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას უწოდა "უკიდურესად სამწუხარო და სრულიად მიუღებელი" და მოსკოვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და მათ ნათესავებს, ბანკებსა და ბიზნესს და ჩამოართვა რუსეთს სავაჭრო ხელშემწყობის მთავარი სტატუსი. პარალელურად ტოკიომ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

რუსეთმა იაპონია შეიყვანა "არამეგობრული ქვეყნების" სიაში და სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყვიტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S