პუტინი, რომელიც კედელთან მიმწყვდეულად გრძნობს თავს, შეიძლება, საკმაოდ სახიფათო და უგუნური იყოს – ბარნსი
04/10/2022 16:15:13 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში შესაძლოა, საკმაოდ საშიში და უგუნური გახდეს, – განაცხადა აშშ–ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბარნსმა „სიბიესთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, პუტინი შეშფოთებული უნდა იყოს არა მხოლოდ იმით, რაც უკრაინაში ბრძოლის ველზე ხდება, არამედ იმით, თუ რა ხდება რუსეთსა და საერთაშორისო დონეზე.
ბარნსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად თებერვალში ჩინეთის მხრიდან გაკეთებული დაპირებისა, „მეგობრობა ლიმიტების გარეშე“, პეკინმა უარი თქვა, პუტინის მოთხოვნის შესაბამისად, მისთვის სამხედრო მხარდაჭერააღმოეჩინა.
უილიამ ბარნსის თქმით, მზარდმა პრობლემებმა პუტინს მცირე არჩევანი დაუტოვა, რაც მას პოტენციურად უფრო საშიშს ხდის:
„პუტინი შეშფოთებულია. პუტინი, რომელიც კედელთან მიმწყვდეულად გრძნობს თავს, შეიძლება, საკმაოდ სახიფათო და უგუნური იყოს“.


