Accentnews.ge
თურქეთი რუსეთს ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის გადავადებას სთხოვს – Bloomberg

თურქეთი რუსეთს ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის გადავადებას სთხოვს – Bloomberg

04/10/2022 15:22:21 მსოფლიო

თურქეთი რუსეთს ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის 2024 წლამდე გადავადებას სთხოვს,– იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ ამ გზით ანკარა იმ ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებას გეგმავს, რომელიც ენერგიაზე გაზრდილი ტარიფების გამო მიადგა.

გამოცემის ცნობით, წინადადება თურქულმა მხარემ იმ მოლაპარაკებებზე დაყრდნობით წამოაყენა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფინანსური ვალდებულებების 25% თურქეთმა რუბლის ნაცვლად დოლარში გადაიხადოს.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, მიაღწევენ თუ არა ქვეყნები შეთანხმებას.

თურქეთის იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულებას დიდი წნეხი აქვს ეროვნულ ვალუტასა და ქვეყნის ბიუჯეტზე. თურქული ლირა 2022 წელს აშშ დოლარის მიმართ 28 პროცენტზე მეტით გაუფასურდა, სავაჭრო დეფიციტი კი აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა და 11.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S