Accentnews.ge
"ახლა ვინაა ფაშისტი?!": დიანოვი რუსულ ტყვეობას იხსენებს

"ახლა ვინაა ფაშისტი?!": დიანოვი რუსულ ტყვეობას იხსენებს

04/10/2022 15:06:52 საზოგადოება

აზოვსტალის მცველი, საზღვაო ქვეითი, უფროსი სერჟანტი მიხაილ დიანოვი Front 18-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსულ ტყვეობას იხსენებს.

დიანოვი იხსენებს, რომ მარიუპოლთან 10 მარტს დაიჭრა და სამკურნალოდ მარიუპოლში, 61-ე საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ რუსებმა ჰოსპიტალზე საჰაერო იერიში მიიტანეს. აპრილში გადაწყდა დაჭრილების ორ ჯგუფად გაგზავნა აზოვსტალში. ორი მანქანიდან მხოლოდ ერთი მივიდა ქარხანაში.

ჭრილობის მიუხედავად, დიანოვი განაგრძობდა საბრძოლო პოზიციებზე გასვლას.

მაისის შუა რიცხვებში მიიღეს ბრძანება აზოვსტალის ჩაბარების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ დაახლოებით 2.5-მა ათასმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ იარაღი დადო. დიანოვი, სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად, სოფელ ილინოვკას კოლონიაში აღმოჩნდა.

29 ივლისს, დილით, ილინოვკას კოლონიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებაში რუსეთმა და სეპარატისტებმა კიევი დაადანაშაულეს. დიანოვი იმ მომენტში დონეცკის საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით დაჭრილების მიყვანა დაიწყეს. მისი თქმით, ინციდენტის ყველა თვითმხილველი ამბობს, რომ „მოფრენა“ [რაკეტის] არ ყოფილა და აფეთქება შიგნიდან მოხდა. დიანოვის აზრით, აფეთქება რუსეთმა ტყვეთა გაცვლის მეორე ეტაპის ჩაშლის მიზნით მოაწყო.

დიანოვის თქმით, უკრაინელ სამხედრო ტყვეებს რეგულარულად აწამებდნენ (ნებისმიერი გამოგონილი მიზეზით – თავის „არასწორად“ გაბრუნების გამოც) ელექტროშოკით, ხელკეტებით სცემდნენ და ფრჩხილების ქვეშ ნემსებს ურჭობდნენ.

„ყველაზე ხშირად მაშინ მცემდნენ, როცა საგამოძიებო კომიტეტში მივყავდი. ავტომატს თავში მირტყამდნენ“,– იხსენებს დიანოვი.

მისი თქმით, ტყვეობაში კვებისთვის 30 წამი ჰქონდათ გამოყოფილი და ეს წამების ყველაზე მძიმე ხერხი იყო, რასაც ტყვეების მიმართ იყენებდნენ:

„თუ გინდათ, ადამიანი მორალურად და ფიზიკურად გაანადგუროთ, არ აჭამოთ. [...] სპეციალურად გვაძლევდნენ მდუღარე წყალს და ხმელ პურს – ფიზიკურად ვერ ასწრებდი ჭამას. წინ და უკან გვარბენინებდნენ და გვერდზე ყარაულები ნაგაზებით იდგნენ. ვინ გამოდის ახლა ფაშისტი?“.

22 სექტემბრის ღამეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დაწყების შემდეგ ტყვეთა ყველაზე დიდი გაცვლა მოხდა. უკრაინამ რუსეთს 55 რუსი და ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი გადასცა და დაიბრუნა 215 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, აზოვსტალის მცველები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S