Accentnews.ge
მასკის "სამშვიდობო გეგმას" კრემლში გამოეხმაურნენ

მასკის "სამშვიდობო გეგმას" კრემლში გამოეხმაურნენ

04/10/2022 14:41:55 მსოფლიო

ილონ მასკის „სამშვიდობო გეგმას“ გამოეხმაურნენ რუსეთის თანამდებობის პირები, მათ შორის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

პესკოვმა დადებითად შეაფასა მასკის “მცდელობა”, რომ მოძებნოს “ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავალი”:

“რა თქმა უნდა, შევამჩნიეთ, რომ მასკის ამ ინიციატივამ ბევრს არ მისცა დაძინების საშუალება ევროპაში, უკრაინაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთში. პირველ რიგში, დაძინების საშუალება არ მისცა ბოტებს, რომლებიც ასე აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ხმის მიცემაში. სინამდვილეში, ძალიან დადებითია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ელონ მასკია, სიტუაციიდან მშვიდობიან გამოსავალს ეძებს”, – განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში „რეფერენდუმი“ უკვე ჩატარდა:

“ბევრი იდეა იმსახურებს ყურადღებას. რაც შეეხება რეფერენდუმს, ადგილობრივებმა გამოხატეს თავისი აზრი. და აქ სხვა არაფერი შეიძლება, იყოს”.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კი მასკის გამოკითხვას ტელეგრამში ირონიულად გამოეხმაურა:

“ყოჩაღ მასკს. იმსახურებს არაჩვეულებრივი ოფიცრის წოდებას… შემდეგ პოსტში იქნება დაახლოებით ასეთი რამ: უკრაინა ხელოვნური სახელმწიფოა”.

***

მასკმა გადაწყვიტა, რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოეფიქრებინა და ხმის მისაცემადაც დაედო "ტვიტერზე".

მისი გეგმა შემდეგია:

„მშვიდობა უკრაინა-რუსეთს შორის:

  • განმეორებით, გაერო–ს ზედამხედველობის ქვეშ, ჩატარდეს არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში.რუსეთი დატოვებს ამ რეგიონებს, თუკი ასეთი იქნება ხალხის ნება;
  • ყირიმი ოფიციალურად რუსეთის ნაწილია, როგორც იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის მიერ შეცდომის დაშვებამდე);
  • ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია;უკრაინა რჩება ნეიტრალური“.

ამ დროისთვის საკუთარი პოზიცია 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა. მათგან 60% ეწინააღმდეგება მასკის „სამშვიდობო გეგმას“.

მასკს ჯერ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მიმართა, რომ "უკეთესი სამშვიდობო გეგმა არსებობს".

პოდოლიაკმა Twitter–ზეთავისი სამპუნქტიანი ვერსია დადო:

  • „უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით;
  • ხდება რუსეთის დემილიტარიზაცია და სავალდებულო დენუკლეარიზაცია, რომ ვეღარ შეძლოს სხვების დაშინება;
  • ომის დამნაშავეები წარდგებიან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე".

შემდეგ მას მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის კომენტარი: „რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?“.

საპასუხოდ მასკმა განაცხადა, რომ ის აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ ეწინააღმდეგება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში „მასშტაბურ ესკალაციას“:

„მე კვლავ ძალიან ვუჭერ მხარს უკრაინას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ომის ფართომასშტაბიანი ესკალაცია დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინას და, შესაძლოა, მსოფლიოს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S