Accentnews.ge
სექტემბერში კოვიდ–ინფიცირება 35 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

სექტემბერში კოვიდ–ინფიცირება 35 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

04/10/2022 14:23:36 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სექტემბერში კორონავირუსი 35 719 ადამიანს დაუდასტურდა. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველდღიურად ვირუსი 1190 ადამიანს უდასტურდებოდა.

ბოლო ერთ თვეში კოვიდით 20 ადამიანი გარდაიცვალა.

2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 792 109 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 16 900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ყოველდღიური სტატისტიკის ნაცვლად ყოველკვირეული მონაცემების გამოქვეყნება ჯანდაცვის სამინისტრომ მაისის პირველ ნახევარში დაიწყო. 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ყოველთვიურ სტატისტიკას გაასაჯაროებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S