Accentnews.ge
„პუტინის რეჟიმის პოზიციები დასუსტდა“: ნავალნის გუნდმა რუსეთში შტაბის მუშაობის განახლების შესახებ განაცხადა

„პუტინის რეჟიმის პოზიციები დასუსტდა“: ნავალნის გუნდმა რუსეთში შტაბის მუშაობის განახლების შესახებ განაცხადა

04/10/2022 14:19:01 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდმა რუსეთში მისი მომხრეების შტაბების მუშაობის განახლების შესახებ გამოაცხადა.

როგორც ცნობილია, შტაბების ქსელი მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და მისი ბევრი თანამშრომელი ემიგრაციაში წავიდა სისხლის სამართლის დევნის გამო. თუმცა ოპოზიციონერის თანამებრძოლებს მიაჩნიათ, რომ შვიდი თვის განმავლობაში ომის შემდეგ „პუტინის რეჟიმის პოზიციები დასუსტდა“.

გუნდის წევრობის მოსურნეებს სთავაზობენ, შეავსონ ანკეტა, რომელშიც საჭიროა მითითება, რომელ რეგიონში იმყოფება ახალი პოტენციური თანამშრომელი და რა საქმიანობას გეგმავს. მათ ანონიმურობას ჰპირდებიან.

როგორც ნავალნის თანამებრძოლმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, ახალი ქსელი „პარტიზანულ იატაკქვეშეთს“ დაემსგავსება, რადგან შტაბი დიდ ყურადღებას ანიჭებს უსაფრთხოებას.

ნავალნის კიდევ ერთი თანამებრძოლის ლეონიდ ვოლკოვის თქმით, შტაბების ყოფილ თანამშრომლებს კავშირი არ ექნებათ ახალ ორგანიზაციებთან, თუკი თავად არ მოისურვებენ ამას.

ვოლკოვისა და ჟდანოვის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ისინი ამჟამად უცხოეთში იმყოფებიან. თავად ნავალნი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S