Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელმაც იაპონიას გადაუფრინა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელმაც იაპონიას გადაუფრინა

04/10/2022 13:37:43 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელმაც იაპონიას გადაუფრინა.

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ამოქმედდა გამაფრთხილებელი სისტემა. მოქალაქეები ჩავიდნენ თავშესაფრებში და იქ დაელოდნენ საფრთხის გადავლას.

იაპონიის ხელისუფლებამ სასწრაფოდ მოიწვია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა.

იაპონიის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რაკეტამ 4 500 კილომეტრზე იფრინა. ასეთი მაჩვენებელი რეკორდულია ჩრდილოეთ კორეისთვის.

Hwaseong-12 არის ჩრდილოეთ კორეის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. იგი პირველად აჩვენეს საერთაშორისო საზოგადოებას სამხედრო აღლუმზე 2017 წლის 14 აპრილს. პირველად ის 2017 წლის 14 მაისს გამოსცადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S