ჩრდილოეთ კორეა გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინის რეგიონების რუსეთის მიერ ანექსიას
04/10/2022 12:10:48 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში ჩატარებული „რეფერენდუმის“ შედეგებს,– ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება.
„ჩვენ პატივს ვცემთ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების მცხოვრებთა ნებას, რომლებიც ცდილობდნენ, შეერთებოდნენ რუსეთს და მხარს ვუჭერთ რუსეთის მთავრობის პოზიციას ზემოაღნიშნული რეგიონების შემადგენლობაში მიღების შესახებ“. - ნათქვამია განცხადებაში.
ამრიგად, ჩრდილოეთ კორეა გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა „კენჭისყრის“ შედეგებს. შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაგმეს რუსეთის ანექსია.


