Accentnews.ge
როგორ წავიდა რუსი სამხედრო უკრაინაში ფულისთვის, მაგრამ ოჯახის დანაზოგს ხარჯავს თავის გადასარჩენად

როგორ წავიდა რუსი სამხედრო უკრაინაში ფულისთვის, მაგრამ ოჯახის დანაზოგს ხარჯავს თავის გადასარჩენად

04/10/2022 11:33:50 საზოგადოება

„მედიაზონა“ იუწყება რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ომში ფულის გამო წავიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკუთარი დანაზოგის დახარჯვა უწევთ, რომ გადარჩნენ. კერძოდ, „მედიაზონას“ მაგალითად მოჰყავს სვერდლოვსკის ოლქის 47 წლის უმუშევარი მკვიდრი, რომელმაც ივნისში ომში წასვლა კონტრაქტის მეშვეობით სცადა, რათა მიეღო მთავრობის მიერ დაპირებული ანაზღაურება, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. მობილიზაციის დაწყების შემდეგ ის გამოიძახეს კომისარიატში, შემდეგ კი მომზადების გარეშე გაგზავნეს ფრონტზე. მისმა ქალიშვილმა „მედიაზონას“ განუცხადა, რომ შედეგად მამამისმა არამარტო ფინანსური მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესა, არამედ, იძულებული გახდა, საკუთარი ხარჯებით ეყიდა საჭირო ეკიპირება და უკანასკნელი სახსრებით მოეწყო კოლეგებთან ერთად დონეცკში უამინდობისგან თავის დასაღწევი თავშეფასარი.

როგორც ირკვევა, პანდემიის დროს მძიმედ დაზარალდა 47 წლის პიოტრ სელეზნევის ტურისტული ბიზნესი – მან დაკარგა შემოსავალი. 2022 წლის გაზაფხულზე, ომის გამო, მან დაკარგა შესაძლებლობა, ჩართულიყო სხვა ბიზნესში, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ლოჯისტიკასთან. სელეზნევს ფულის პრობლემები შეექმნა და ივნისში მივიდა ადგილობრივ კომისარიატში, რათა საკონტრაქტო სამსახური მიეღო და უკრაინაში საომრად წასულიყო.

”მამაჩემი მივიდა კომისარიატში და მათ უთხრა, ”მინდა ომში წასვლა, რადგან ამბობენ, რომ აქ დიდ ფულს იხდით”, - ამბობს მისი ქალიშვილი სვეტლანა. მისი თქმით, სელეზნევს ჰქონდა „შეზღუდული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ფრონტზე: მას ეჩვენებოდა, რომ იქ მხიარულებაა, რუსები იმარჯვებდნენ და ჩვენ არ გვქონდა არანაირი დანაკარგი“.

ივლისში მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაეგზავნათ ომში, რადგან ექიმის შესაბამისი დასკვნა თვითნებურად შეცვალეს კომისარიატში.

როგორც შვილი ამბობს, სელეზნევმა ოჯახს უთხრა, რომ „გაქცევას არ აპირებს“, რადგან, მისი ქალიშვილის თქმით, „მამამისისყველა მეგობარს ამგვარი დამოკიდებულება აქვს: გამოგვიძახებენ? წავალთ. არ გამოგვიძახებენ და არ წავალთ“.

29 სექტემბერს სელეზნევი გადაიყვანეს ეკატერინბურგში, უახლოეს დიდ ქალაქში გასანაწილებლად, სადაც წვრთნა უნდა გაევლო, თუმცა ბიუროკრატიულმა პროცედურებმა დიდი დრო წაიღო, მობილიზებულები წვრთნებზე წაყვანის ნაცვლად დონის როსტოვში გაგზავნეს. იქ მამაკაცებს უნიფორმები გადასცეს, რაზმებად დაყვეს და როგორც სელეზნევმა ოჯახს მალულად აცნობა, მომზადების გარეშე გაგზავნეს ლუგანსკში.

”მამაჩემი მრავალი წლის განმავლობაში ინდმეწარმე იყო, მან გვიამბო იქ გაცნობილ მეგობარზე, რომელიც საგზაო პოლიციაში მუშაობდა. იქ ყველანი 50 წლამდე არიან და ყველას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ანუ ისინი არ არიან ჯარისკაცები, რომლებიც ირბენენ და რაღაცას გააკეთებენ. მამაჩემი და ისინი, ვინც ახლა მასთან ერთად არიან, მაქსიმუმ, სადმე დაჯდება და ფურცლებს დაალაგებს. მათ ნამდვილად სჭირდებოდათ გარკვეული ტრენინგის გავლა“, - განმარტავს სვეტლანა და დასძენს,“წასვლის მიზეზი იყო არა მხოლოდ ის, რომ ამ შემთხვევაში ციხეში არ მოხვდებოდა თავის არიდების გამო, არამედ ისიც, რომ იქ ფულს დაჰპირდნენ: ერთჯერადად 300 ათასს და კიდევ 290 ათასი თვეში. მსახურობისთვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო – როგორც კი წავიდა, სახელმწიფო სათათბირომ ამოიღო განკარგულება ამ 300 ათასის გადახდის შესახებ და არც 290 ათასი იქნება ყოველ თვიურად”.

ბოლოს სელეზნევი ოჯახს 3 ოქტომბერს დაუკავშირდა და უამბო, რომ კოლეგებთან ერთად ლუგანსკში გადაიყვანეს, სადაც მათთვის არანაირი სახის თავშესაფარი არ გამოუყვია, კარავიც კი და რომ მათ საკუთარი ფულით იყიდეს სამშენებლო მასალა „ერთგვარი ქოხის ასაშენებლად, რათა არ მოკვდნენ სიცივისგან“:

”მან უთხრა დედას, რომ ფული ამოიწურა. სახელფასო საბანკო ბარათები, რომლებიც მათ დონის როსტოვში გაფრენამდე გადაეცათ, არ გააქტიურდა. ანუ უბრალოდ პლასტიკური ბარათია, რომლითაც არაფრის გაკეთება არ შეიძლება. მე და დედა მას ფულს ვერ ვუგზავნით. იქ შეძენილ სიმ ბარათზეც ამოეწურება თანხა და ვერც დაგვირეკავს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S