Accentnews.ge
მედია  – უკრაინა მზადაა, შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიღების შემთხვევაში, აშშ-სთან დარტყმის სამიზნეები შეათანხმოს

მედია  – უკრაინა მზადაა, შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიღების შემთხვევაში, აშშ-სთან დარტყმის სამიზნეები შეათანხმოს

04/10/2022 10:26:50 მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს სთავაზობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკისგან უფრო შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებენ, უკრაინული მხარე დარტყმის სამიზნეებს მათთან შეათანხმებს, - იუწყება CNN- ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

საუბარია ATACMS-ზე, რომლებსაც დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილის დაფარვა შეუძლიათ, რაც დაახლოებით ოთხჯერ აღემატება იმ მანძილს, რომლის დაფარვაც აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილ სარაკეტო სისტემებს HIMARS-ებს შეუძლიათ.

გამოცემის ცნობით, უკრაინისგან თხოვნის მიუხედავად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას კიევისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემების მიწოდება ჯერ–ჯერობით არ დაუმტკიცებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S