Accentnews.ge
ელონ მასკმა ვოლოდიმირ ზელენსკის უპასუხა

ელონ მასკმა ვოლოდიმირ ზელენსკის უპასუხა

04/10/2022 09:50:28 მსოფლიო

ამერიკელმა მილიარდერმა, SpaceX-ის დამფუძნებელმა, ელონ მასკმა განაცხადა, რომ ის აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ ეწინააღმდეგება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში „მასშტაბურ ესკალაციას“.

„მე კვლავ ძალიან ვუჭერ მხარს უკრაინას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ომის ფართომასშტაბიანი ესკალაცია დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინას და, შესაძლოა, მსოფლიოს“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილის საპასუხოდ.

მანამდე მასკმა გადაწყვიტა, რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოეფიქრებინა და ხმის მისაცემადაც დაედო "ტვიტერზე".

მისი გეგმა შემდეგია:

„მშვიდობა უკრაინა-რუსეთს შორის:

  • განმეორებით, გაერო–ს ზედამხედველობის ქვეშ, ჩატარდეს არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში.
  • რუსეთი დატოვებს ამ რეგიონებს, თუკი ასეთი იქნება ხალხის ნება;
  • ყირიმი ოფიციალურად რუსეთის ნაწილია, როგორც იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის მიერ შეცდომის დაშვებამდე);
  • ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია;
  • უკრაინა რჩება ნეიტრალური“.

ამ დროისთვის საკუთარი პოზიცია 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა. მათგან 60% ეწინააღმდეგება მასკის „სამშვიდობო გეგმას“.

მასკს ჯერ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მიმართა, "უკეთესი სამშვიდობო გეგმა არსებობს".

პოდოლიაკმა Twitter–ზეთავისი სამპუნქტიანი ვერსია დადო:

  • „უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით;
  • ხდება რუსეთის დემილიტარიზაცია და სავალდებულო დენუკლეარიზაცია, რომ ვეღარ შეძლოს სხვების დაშინება;
  • ომის დამნაშავეები წარდგებიან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე".

შემდეგ მას მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის კომენტარი: „რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S