პენტაგონი: "უკრაინა, როგორც ჩანს, სამივე ფრონტზე სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზეა"
04/10/2022 09:38:36 მსოფლიო
აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტა ვალანდერი აცხადებს, რომ უკრაინა სამივე ფრონტზე, ხარკოვში, დონბასსა და ხერსონში სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზეა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას გასაოცარი და სტრატეგიული წარმატებები აქვს ფრონტის სამივე მიმართულებით. უკრაინა, როგორც ჩანს, სამივე ფრონტზე სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზეა," - თქვა ვალანდერმა.
ვალანდერის განცხადებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ამერიკისგან და მისი მოკავშირეებისგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული ქალაქი ლიმანი რუსული ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.


