Accentnews.ge
ამინდის  5–9 ოქტომბრის პროგნოზი

ამინდის 5–9 ოქტომბრის პროგნოზი

04/10/2022 08:55:18 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება და მხოლოდ 5 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე დათბება.

თბილისში მიმდინარე კვირას ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 5 ოქტომბერს დღის საათებში +29, +31, 6-7 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8-9 ოქტომბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და კიდევ აგრილდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S