"ხალხის ძალას" "ოცნების" კიდევ 5 დეპუტატი, "პოსტივის" წამყვანები და ექსპერტები შეუერთდნენ
04/10/2022 06:57:25 მსოფლიო
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ გაფართოვდა და მას მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი დაემატა. ამის შესახებ "ხალხის ძალამ" დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ქართული ოცნებიდან“ „ხალხის ძალაში“ გადაინაცლეს ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, ეკა სეფაშვილმა, დაჩი ბერაიამ და ზაალ მიქელაძემ.
აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნებიდან" გასვლის მიუხედავად, ე.წ. ოთხეულის მსგავსად, მიქელაძეც, სეფაშვილიც, კაჭარავაც, ჯაფარიძეც და ბერაიაც საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
„ხალხის ძალის“ გუნდში არიან „პოსტივის“ წამყვანები: ნუკრი შოშიაშვილი, იოანე შაიშმელაშვილი, ნიკა ქობულაძე (ნიკუშა მარქსი); ასევე – ექსპერტები: ზურაბ ქადაგიძე, თამთა მეგრელიშვილი, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე და ოთარ ჭულუხაძე.


