Accentnews.ge
ISW: "უკრაინის არმია ლუგანსკის და ხერსონის მიმართულებით კონტროლის ზონას აფართოებს"

ISW: "უკრაინის არმია ლუგანსკის და ხერსონის მიმართულებით კონტროლის ზონას აფართოებს"

04/10/2022 06:46:57 მსოფლიო

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) მონაცემებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის გათავისუფლების შემდეგ უკრაინის არმია ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას მიმართულებით კონტროლის ზონას აფართოებს.

ISW–ს ცნობით, კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი სამხედროები კონტროლის ზონას ხერსონის ოლქშიც აფართოებენ.

ანალიტიკური ცენტრის ინფორმაციით , ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთებზე, რუსეთს განთავსებული ჰყავს უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსულ არმიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიჩნეული 144-ე მოტომსროლელი დივიზია და 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია.

"უკრაინელი სამხედროები უახლოვდებიან ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას", – აცხადებს ISW.

3 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის არმიის სატანკო ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის სოფელ ზოლოტაია ბალკასთან გაარღვიეს რუსი სამხედროების თავდაცვის ხაზი, რასაც „მასირებული ცეცხლით“ უპასუხეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის და ახლომდებარე სოფლის ტორსკოეს გათავისუფლების შემდეგ 3 ოქტომბრიდან კონტრშეტევა წამოიწყეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას მიმართულებით.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, სადაც რუსული ქვედანაყოფების პოზიციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უტევდნენ. ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S