
Bloomberg: "2022 წლის დასაწყისიდან ბიძინა ივანიშვილმა 600 მლნ დოლარი დაკარგა"
04/10/2022 06:26:37 საზოგადოება
Bloomberg-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს მილიარდერთა ახალი ინდექსი. 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 400-ე ადგილზე საქართველოს ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილია.
Bloomberg-ის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან ივანიშვილმა 600 მლნ აშშ დოლარი დაკარგა.
ამ დროისთვის მისი ქონება 5.45 მლრდ დოლარია.
ბიძინა ივანიშვილს არაერთი წელია, სასამართლო დავა აქვს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან, რომელსაც 1.27 მლრდ დოლარის ზარალში ადანაშაულებს.
ფონდ "ქართუს" და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან კავშირებსა და არაფორმალურ მმართველობაში ადანაშაულებენ ოპოზიციური პარტიები და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსიც და მის სანქცირებას მოითხოვენ. ამას უარყოფენ "ქართულ ოცნებაში".