უმდიდრესმა რუსებმა $94 მილიარდი დაკარგეს
04/10/2022 06:16:42 მსოფლიო
წლის დასაწყისიდან რუსეთის უმდიდრესმა მოქალაქეებმა დაკარგეს ჯამში $94 მილიარდი, Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით და დასძენს, რომ ამ თანხის მესამედზე მეტი მათ ბოლო თვეში დაკარგეს.
რეიტინგის მიხედვით, ზარალის მხრივ ლიდერია PJSC Severstal-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მორდაშოვი, რომელმაც 2022 წლის დასაწყისიდან $9,8 მილიარდი დაკარგა (ახლა მისი ქონება 19,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული). მეორე ადგილზეა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, საინვესტიციო ჯგუფ Volga Group-ის მფლობელი გენადი ტიმჩენკო, რომელმაც დაკარგა 9,7 მილიარდი, ანუ ქონების თითქმის ნახევარი. მესამე ადგილზეა 2022 წლის უმდიდრესი ბიზნესმენი რუსეთში ჟურნალ Forbes-ის მიხედვით – ვლადიმერ ლისინი: მისი ქონება $9,1 მილიარდით შემცირდა (ლისინს ამჟამად 18,9 მილიარდი დოლარი აქვს).
პროცენტული თვალსაზრისით, ზარალის მხრივ ლიდერი იყო ვიქტორ ვექსელბერგი – კომპანია Renova-ს ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: მისი ქონება 60%-ზე მეტით შემცირდა და ახლა $11,2 მილიარდს შეადგენს. წლის დასაწყისიდან რომან აბრამოვიჩმაც დაკარგა თავისი ქონების თითქმის ნახევარი: ის 18 მილიარდიდან 9,7 მილიარდამდე შემცირდა.


