Accentnews.ge
"უკრაინის არმიამ რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებები გაათავისუფლა"

"უკრაინის არმიამ რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებები გაათავისუფლა"

04/10/2022 05:59:08 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათში უკრაინის არმიამ რამდენიმე ოლქში შეტევა განაგრძო და ახალი დასახლებები გაათავისუფლა.

"გაგრძელდა ჩვენი არმიის, ყველა ჩვენი დამცველის შეტევითი მოძრაობა. რამდენიმე ოლქში არის ახალი გათავისუფლებული დასახლებები", - განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, ახლა ფრონტის ბევრ მონაკვეთში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

”ამ საომარი მოქმედებების პერსპექტივა აშკარაა: უფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, უფრო და უფრო მეტ დანაკარგს განიცდის მტრის არმია, უფრო და უფრო გასაგები ხდება, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S