იტალიამ ორ რუს ოლიგარქს ქონება დაუყადაღა
03/10/2022 19:33:41 მსოფლიო
იტალიამ ორ რუს ოლიგარქს ქონება დაუყადაღა, -იუწყება Reuters.
მისი ცნობით, დაყადაღებულია რუსული ენერგეტიკული გიგანტის "როსნეფტის" ყოფილი ხელმძღვანელის ედუარდ ხუდაინატოვს ვილა ალტაჩიარა, ასევე სასახლე პარკით პორტოფინოში.
ასევე დაყადაღებულია რუსული კერძო საინვესტიციო ჯგუფის "ესნის" თავმჯდომარის გრიგორი ბერეზკინის 15 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საკურორტო კომპლექსი ქალაქ სირმოინეში.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონების მთლიანი ღირებულება 1.7 მილიარდ ევროზე მეტია.


