Accentnews.ge
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

03/10/2022 19:30:35 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა მათ მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი იგორ მურაშოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ავრცელებს.

"მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში",- წერს გროსი სოციალურ ქსელში.

რუსულმა ძალებმა იგორ მურაშოვი 30 სექტემბერს დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ატომურ სადგურს და მის მიმდებარე ტერიტორიას რუსული ძალები მარტიდან აკონტროლებენ, თუმცა საკუთრივ სადგურს უკრაინელი თანამშრომლები მართავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S