
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი გარდაცვლილი იპოვეს
03/10/2022 18:40:10 საზოგადოება
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი გოჩა კილაძე დმანისის არქოლოგიური ცენტრის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან სავარუდოდ, თავი მოიკლა.
როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. ის მონაწილეობდა დმანისის ცნობილ არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც იპოვეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები და სხვა პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა.