ევროკავშირი უკრაინას 5 მლრდ ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
03/10/2022 18:17:46 მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას 5 მლრდ ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.
აღნიშნულ მაკროფინანსურ დახმარებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი გამოეხმაურა.
„ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ასეთი გადაწყვეტილებისთვის“ , - აღნიშნა უკრაინის პერმიერმა.


