
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა
03/10/2022 16:02:03 საზოგადოება
თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ვლადიმერ პაპავა იქნება.
რაც შეეხება ლიანა ჭუმბურიძეს, კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, მან თანამდებობა 30 სექტემბერს დატოვა, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე მიმდინარე წლის 3 მაისს მას შემდეგ დაინიშნა, რაც თანამდებობა დატოვა კლინიკის იმჟამინდელმა დირექტორმა ლევან გოფოძემ. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ კლინიკაში რეორგანიზაციის პროცესი “ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით” მიმდინარეობდა.