ჩეხეთი რუსეთში მყოფ თანამოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ
03/10/2022 14:29:28 მსოფლიო
ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთში მყოფ თანამოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა რაც შეიძლება მალე დატოვონ.
გარდა ამისა, ჩეხეთის საგარეო უწყება ურჩევს თანამოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან.
„რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის გაგრძელების კონტექსტში არსებობს უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესების საფრთხე, უპირველეს ყოვლისა კი, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩეხეთის საგარეო სამინისტროს თქმით, მოსკოვში ჩეხეთის საელჩო შესაძლოა, მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდეს.
მანამდე, რუსეთის დატოვებისკენ მოქალაქეებს მოუწოდეს აშშ-მა, პოლონეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა.


