Accentnews.ge
ყაზანში მოზარდი გოგო დააკავეს კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით

ყაზანში მოზარდი გოგო დააკავეს კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით

03/10/2022 14:14:26 მსოფლიო

ყაზანში მე-11 კლასის მოსწავლე დააკავეს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით,– იუწყება ტელეგრამ–არხი Baza.

მისივე ცნობით, დაკავებისას გოგონას „მოლოტოვის კოქტეილი“ აღმოუჩინეს. დანარჩენი ორის გადაგდება მას მოასწრო სააღრიცხვრო განყოფილების მიმართულებით, თუმცა ცეცხლი ბალახს მოედო.

გოგონამ რუს პოლიციას განუმარტა საკუთარი მოტივი. კერძოდ, თქვა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება სურდა, რადგან ომს და მობილიზაციას ეწინააღმდეგება. მოზარდი დააკავეს.

დღესვე, დილით უცნობმა პირმა კრასნოიარსკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის დაწვა სცადა. მან შენობაში ორი „მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდო. შედეგად, ორმაგი მინის ფანჯარა დადნა, თავად შენობა არ დაზიანებულა. ცეცხლი ჩააქრეს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლებმა.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში მსგავსი აქტები გახშირდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ხანძარის გაჩენა შეიძლება, ჩაითვალოს ტერორისტულ თავდასხმად და სასჯელად განისაზღვროს 15 წლამდე პატიმრობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S