Accentnews.ge
კულება უკრაინის ისტორიაში პირველ დიპლომატიურ ტურს იწყებს აფრიკაში

კულება უკრაინის ისტორიაში პირველ დიპლომატიურ ტურს იწყებს აფრიკაში

03/10/2022 14:01:32 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება აფრიკის ქვეყნებში ტურს 3 ოქტომბერს დაიწყებს, – იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც განიმარტა, ეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი დიპლომატიური ვიზიტია აფრიკის ქვეყნებში. ტური გაგრძელდება 12 ოქტომბრამდე. ის იწყება სენეგალში ვიზიტით.

„ტური არის უკრაინის პრეზიდენტის სახელით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული აფრიკული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტი და იქცა ჩვენს სახელმწიფოსა და რეგიონს შორის ურთიერთობების განვითარების საგზაო რუკად. მინისტრის მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაცია გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან რუსული აგრესიის ფონზე კერძოდ, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის უახლესი მცდელობა“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა პრიორიტეტებთან ერთად ასახელებს უკრაინის, როგორც მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტიის როლის გაძლიერებას, განათლების სფეროში თანამშრომლობას, უკრაინული IT პროდუქტების, კერძოდ, Diya სერვისის პოპულარიზაციას და ახალი შესაძლებლობების შექმნას უკრაინის ექსპორტისთვის.

მოგზაურობის ფარგლებში ასევე იგეგმება ბიზნესფორუმების გამართვა უკრაინული და აფრიკული კომპანიების მონაწილეობით.

"მინისტრის ტური ასევე იქნება მზადება უკრაინა-აფრიკის მასშტაბური კონფერენციისთვის", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S